ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველთა ნაწილი მივიდა და ოპოზიციურ კანდიდატს მისცა ხმა, რაც კიდევ ერთხელ არის მესიჯი, რომ ამომრჩეველს უნდა, იხილოს მისი რჩეულები ოპოზიციიდან საპარლამენტო მუშაობაში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის-ახმეტის- ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა ნაწილმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ იხილონ მათივე რჩეული ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო მუშაობაში.

„გუშინდელმა საარჩევნო პროცესმა ჩვენს საარჩევნო ოლქში ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამავდროულად, ყველაზე მთავარი, რაც აღსანიშნავია არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული არჩევნების მიმართ ოპოზიციას, ამომრჩეველთა აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ჩემი 3000-ით გაიზარდა იმასთან შედარებით, ვიდრე ეს პირველ ტურში იყო, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამომრჩეველი მოწოდებულია იმისათვის, რომ ქვეყანაშა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ნაწილი მივიდა და ოპოზიციურ კანდიდატს მისცა ხმა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს და არის მესიჯი ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ამომრჩეველს უნდა, რომ იხილოს მისი რჩეულები ოპოზიციიდან საპარლამენტო მუშაობაში. მე დარწმუნებული ვარ რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ერთ-ერთი ქმედუნარიანი პარლამენტი და ალბათ, საინტერესოც თავისი მრავალფეროვნებით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს