გვატემალაში აქტივისტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

გვატემალაში 2021 წლის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის, ალეხანდრო ჯიამატეის გადადგომას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, თუმცა დემონსტრანტების ნაწილი კონგრესის შენობასთან მივიდა და ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყო.

ამასთან, რამდენიმე აქტივისტმა შენობას ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ 21 პირი დააკავა. მომხდარი არეულობის დროს 20-ზე მეტი აქტივისტი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა