წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ლევან ზურაბაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, ბრალის წარდგენა 14:00 საათზე იგეგმება.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

"1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა