რუსეთში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 401 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 089 329-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 401 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 36 179-ს მიაღწია. რუსეთში "კოვიდ -19"-სგან დღემდე 1 595 443 ადამიანი განიკურნა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 401 პაციენტი გარდაიცვალა

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია