ზურაბ ჭიაბერაშვილი - სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა

სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის.

„1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).

2. 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.

3. (სოციოლოგიური ჰიპოთეზა) ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.

4. სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც“, - წერს ჭიაბერაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს