სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის დაღუპვიდან სამი წელი გავიდა

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან სამი წელი გავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.

ივანე გოლაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა