აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 93 094-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 131-ს მიაღწია.

აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ დრომდე დაკეტილი იქნება ბაქოს მეტრო, შაბათ-კვირის განმავლობაში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აიკრძალება პირისპირ მომსახურება ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. ამასთან, აზერბაიჯანში პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში სავალდებულო გახდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს