რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - დადგენილი არიან მოქალაქეები, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ გენოციდში მონაწილეობდნენ - ადრე თუ გვიან მათ დააკავებენ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოსახლეობისა და ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სამშვიდობოების გენოციდში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ფიოდოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, მათ დააკავებენ.

„სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დანაშაულის ადგილზე მოცემულ ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და შეკრებილია მტკიცებულებები ქართული მხრიდან კაცობრიობის მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, დადგენილი არიან პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გენოციდში. ადრე თუ გვიან, მათ დააკავებენ და ჩადენილი დანაშაულებების შესახებ საქმეები გადაეცემა სასამართლოს“ , - განაცხადა ფიოდოროვმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაზარალებულად აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 5 000-ზე მეტი მცხოვრები და რუსი სამხედრო მოსამსახურეები „ოსების გენოციდის, რესპუბლიკაში მცხოვრები რუსების მასობრივი მკვლელობის“ საქმეზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს