ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს სამშაბათს დაასახელებს

ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს სამშაბათს დაასახელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჯო ბაიდენის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯო ბაიდენის შტაბის წევრი რონ კლეინი, რომელიც ბაიდენმა მომავალი ადმინისტრაციის აპარატის უფროსად დაასახელა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, კერძოდ, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციას, რომელიც გარდამავალ პერიოდში საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს, მოუწოდებს, ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად აღიაროს.

„ვიმედოვნებ, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა თავის სამუშაოს შეასრულებს“, – განაცხადა რონ კლეინმა.

ამასთან, მისი თქმით, ჯო ბაიდენი კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეზღუდული მასშტაბის ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავს.

ცნობისათვის, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო