ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ბრალდებებს ნიკოლა სარკოზისა და მისი ადვოკატის ტიერი ჰერცოგის მიერ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის მოქრთამვის მცდელობის შესახებ. აღნიშნული საქმე კი ნიკოლა სარკოზის მიერ 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების შესაძლო გამოყენების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სარკოზი და მისი მაშინდელი ადვოკატი ტიერი ჰერცოგი გილბერტ აზიბერტის მოქრთამვას ცდილობდნენ და გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება და სავარაუდოდ, 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით, კორუფციის შესახებ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში სარკოზის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ნიკოლა სარკოზს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007-2012 წლებში ეკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს