კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11  დეკემბერს დაიწყება

ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება.

შეგახსენებთ, ვაქცინამ, რომელიც ორ დოზას საჭიროებს, 95% ეფექტურობა აჩვენა. Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა