ენტონი ფაუჩი ამერიკელებს მოუწოდებს, მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოგზაურობამდე რისკები კარგად შეაფასონ

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი ამერიკელებს მოუწოდებს, კარგად შეაფასონ რისკები, სანამ მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოგზაურობას დაიწყებენ.

„გავრცელების მრუდის გათვალისწინებით, რისი რეკომენდაციაც მინდა მოგცეთ და რასაც ყოველ დღე ვიმეორებ არის, რომ ოჯახებმა უნდა განახორციელონ რისკ-სარგებლის შეფასება. თუკი ოჯახში მოხუცი მყავს, ან ვინმეს თანმხლები დაავადება აქვს, მინდა კი ეს ადამიანი რისკის ქვეშ დავაყენო და ვინმეს დაუდევრობის გამო დაინფიცირდეს? კარგად ვიცით, დანამდვილებით ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ინფექციის გადამტანები არიან,“- განაცხადა ფაუჩიმ CBS-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუკი მოქალაქეები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, დაღუპულთა დღიური რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში 2000-მდე გაიზარდოს.

„რიცხვები გვეუბნება, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ ყველა დონეზე. იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ზომებს ეწინააღმდეგებიან, გაითვალისწინებენ ფაქტებს, რომლებიც თვალწინ გვაქვს,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს, დაღუპულთა რიცხვმა კი 260 000-ს გადააჭარბა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა