23 ნოემბრიდან საუკუნის პროექტის "ბიბლია განმარტებებით" 9 ტომი ახალ აღთქმას დაეთმობა

23 ნოემბრიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალი აღთქმის განმარტებებს ეთმობა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ისა“ და ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ ერ­თობ­ლივ­მა პრო­ექ­ტმა - წიგ­ნე­ბის სე­რი­ამ „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ - პირ­ვე­ლი ტო­მე­ბის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მე-15 ტომით დასრულდა ძველი აღთქმის განმარტებები. 23 ნოემბრიდან კი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად მკითხველი სპეციალურ ფასად მიიღებს მე-16 ტომს, რომლითაც ახალი აღთქმის განმარტებები იწყება.

ახა­ლი აღ­თქმის გან­მარ­ტე­ბებს 9 ტომი და­ეთ­მო­ბა. მათ­ში ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, მათ შო­რის ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ქარ­თულ ენა­ზე არ იყო თარ­გმნი­ლი.

„მე-16 ტო­მი­დან და­ი­წყე­ბა ახა­ლი აღ­თქმა და ჩვენ გავ­ხდე­ბით თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი სა­ო­ცა­რი პრო­ცე­სი­სა - ვნა­ხავთ, რო­გორ აღ­სრულ­დე­ბა ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა მიერ და­წე­რი­ლი ყო­ვე­ლი ფრა­ზა, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ყო­ვე­ლი დე­ტა­ლიც კი, რო­გორ აღას­რუ­ლებს უფა­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მი­ცე­მულ და­პი­რე­ბას, აღ­თქმას.

რო­გორც ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე ამ­ბობ­და: „ძველ აღ­თქმა­ში და­ფა­რუ­ლია ახა­ლი აღ­თქმა და ახალ აღ­თქმა­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლია ძვე­ლი“.

იშ­ვე­ბა გან­კა­ცე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რი და ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი აკ­რძალ­ვის კა­ნო­ნე­ბის ნაც­ვლად, სრუ­ლი­ად ახალ, სიყ­ვა­რუ­ლის ცოდ­ნის მო­ძღვრე­ბას დაგ­ვი­წე­სებს ცხო­ნე­ბი­სათ­ვის.

ახა­ლი აღ­თქმის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია "ოთხთა­ვი", ანუ 4 სა­ხა­რე­ბა - მა­თე­სი, მარ­კო­ზის, ლუ­კა­სი და იო­ა­ნე­სი. მას მოს­დევს "საქ­მე მო­ცი­ქულ­თა", "კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ნი", "წმინ­და მო­ცი­ქულ პავ­ლეს ეპის­ტო­ლე­ნი" და "გა­მო­ცხა­დე­ბა იო­ა­ნე­სი", ანუ "აპო­კა­ლიფ­სი­სი", - აღნიშნავს თამარ მამაცაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტს „ბიბლია განმარტებებით“ თე­ო­ლო­გე­ბი, მრევ­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტად აფა­სე­ბენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ეს უმნიშვნელოვანესი გამოცემა სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე სასწავლო პროგრამაში შევიდა.

„პროექტის სახელიც ცხადყოფს, თუ რამდენამ მნიშვნელოვანი საგანძურია „ბიბლია განმარტებებით“. ერთის მხრივ, მასში წარმოდგენილია ბიბლიური მუხლები, შესაბამისი თავები და იმავდროულად, ამ მუხლების განმარტებები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, რომ ისეთი წიგნით იხელმძღვანელოს, სადაც ეს ორივე მხარეა გაერთიანებული“, - ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის დოქტორი.

შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 15.00.

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან დარეკეთ ნომრებზე: 0(32)2382673; 0(32)2382674 და elva.ge ადგილზე მოგართმევთ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს