რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას - წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა - წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს