BBC - ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ცდამ აჩვენა, რომ ის დაინფიცირებისგან ადამიანების 70%-ს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების შედეგზე, თუმცა ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინა გაცილებით იაფია, მისი შენახვაც უფრო იოლია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივი იქნება.

ვაქცინის კანდიდატზე ჩატარებულ ცდაში 20 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ცდამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ვაქცინის ორი დოზით აცრილი 30 მონაწილე დაინფიცირდა, 101 ინფიცირებულს კი პლაცებო ჰქონდა გაკეთებული. მკვლევარების თქმით, ვაქცინის ეფექტურობა 70% -ია.

აღსანიშნავია, რომ როდესაც მოხალისეებს ვაქცინის ორი დიდი დოზა გაუკეთეს, დაცვის მაჩვენებელი 62%-ი იყო, მაგრამ როდესაც პირველად ვაქცინის მცირე, შემდეგ კი - დიდი დოზა გაუკეთეს, ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. მკვლევარები ამ განსხვავების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხსნიან.

გაერთიანებულ სამეფოს ოქსფორდის უნივერსტიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის 100 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისათვისაა საკმარისი.

იხილეთ ვიდეო: BBC - ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი