სომხეთში კორონავირუსის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 126 709-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 976-ს მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 29 634 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 95 099-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო