ადვოკატი - ლევან ზურაბაშვილმა მიკროსაფინანსოში შესვლისთანავე იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ მათთვის იბრძოლა, ყუმბარის ფორმის სანთებელა კი ყურადღების მისაქცევად ეჭირა

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილმა მძევლებს უთხრა, რომ არ შეშინებოდათ და რომ ის მათთვის იბრძოდა.

„როგორც კი შევიდა, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის. ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაქცევად ეჭირა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიექცია. ხელზე ტელევიზიების ნომრები ეწერა, „გუგლში“ მოუძებნია, რომ შიგნით მყოფებს მათთვის დაერეკათ“, - განაცხადა ჭოჭუამ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის დაკავებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა