მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი - მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით

მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით,- ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ზურაბაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება უსამართლობა იქნება.

სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

„თქვენ ყველაფერზე იძახით შესაძლოას, რეალურად კი ამ პრობლემების გამო, ნახევარი საქართველო დაღუპულია, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, იღუპება საქართველო. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს.

ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან-უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე", - განაცხადა ზურაბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო