მეუფე შიო პატრიარქზე - უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა

უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია და 43 წელია ის ეკლესიისა და ხალხის წინამძღოლია.

„მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი და ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს უწმინდეოსობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი უწმინდესობის ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოწამეობრივი სვლა, მოწამეობრივი სულიერი გზა არის და იგი გვინათებს და გვასწავლის უკვე 43 წელიწადია რა არის გზა, რა არის ჭეშმარიტება, არის ცხოვრება და არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოხლე და დღეგრძელობა,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა