პროკურორის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, ეს საქმის წარმოებაზე გავლენას მოახდენს

პროკურორის ლუკა გამყრელიძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო - ეს საქმის წარმოებაზე გავლენას იქონიებს. მისივე თქმით, პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენს მიერ დასაბუთებული იყო მითითებული შუამდგომლობა, რომ სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც გაიზიარა სასამართლომ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის დროს როგორი იყო, ჩვენ მიერ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებას ხომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს საზოგადოებისთვის და ხომ არ არსებობს მომავალშიც დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ სავარაუდოდ, მომავალში შესაძლო დანაშაულზე პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით ჩვენს მიერ მიღებული იყო პატიმრობის გადაწყვეტილება და სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ფსიქტრიული ექსპერტიზით დადგინდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს, ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს საქმის წარმოებაზე თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი“, - განაცხადა ლუკა გამყრელიძემ.

პროკურორმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართონ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე.

„მოცემულ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, დასაზუსტებელია მრავალი საკითხი ამ გამოძიების დასრულების შემდეგ ბუნებრივია მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართონ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ეს მათი უფლებაა გამოიყენებენ თუ არ გამოიყენებენ“, - აღნიშნა ლუკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: პროკურორის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, ეს საქმის წარმოებაზე გავლენას მოახდენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა