აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ორი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა და იქ სიცივისაგან თავის დაცვის მიზნით უსახლკარო პირები იყვნენ შეფარებული. დაშავებულების რაოდენობა უცნობია, თუმცა ქალაქის პოლიცია აცხადებს, რომ ზოგიერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.
სან ხოსეს მერმა სემ ლიკარდომ „ტვიტერში“ დაწერა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.