დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე - ამას რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის, ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ

ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის, - ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე კარტოგრაფების საქმის შესახებ ჟურნალისტების კითხვას.

მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიციაა, საზღვარი გაივლოს ისე, რომ რაც საქართველოს სიწმინდეებია, ის მოხვდეს ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გვქონდა ვრცელი გადაცემა, დეტალურად ავხსენით, გამოვაქვეყნეთ ის ოქმები, რომელიც ხელმოწერილია ამ კომისიის მიერ, დეტალურად გადავიღეთ ეს ადგილები და დევს ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე.

ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ჩვენ ვალაპარაკობთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ.

საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რაც ჩვენი სიწმინდეებია, ის მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ამას რა მოჰყვება გამოძიებას უნდა ჰკითხოთ - ანდრია ჯაღმაიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს