მუხათგვერდის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"მუხათგვერდის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. კერძოდ, N84 ავტობუსი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის გავლით გადაადგილდება, ხოლო შემდგომ, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით იმოძრავებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება