სერგი კაპანაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე - პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ჩვენზეა

პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მაგრამ პარტნიორების კონკრეტული, მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, რადგან სწორედ ოპოზიციაზეა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალის წინაშე.

„ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდება, გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ჩვენ, მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა, არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არცერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხირდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

„იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს“, - ამის შესახებ ნათქვამია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო