სერგი კაპანაძე - ივანიშვილი ახლა ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, მან საბჭოური პარლამენტი გაიფორმა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი განმუხტოს, მან კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ წამოვა, ქვეყანას ექნება საბჭოური პარლამენტი.

„ჩემთვის ძნელია ვარაუდი იმაზე, იქნება თუ არა კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან იმიტომ, რომ ივანიშვილი ახლა ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში. მან გაიფორმა საბჭოური პარლამენტი და საბჭოური პარლამენტი თუ არის ის, რაც მას უნდა, მაშინ ამას მიიღებს ნამდვილად. თუ ის დაინტერესებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და მისთვისვე რაც უკეთესი იქნება, საბოლოოდ, მოკლე და საშუალო პერიოდში, ამ ნაბიჯებზე წამოვიდეს და კონკრეტული გეგმა შემოგვთავაზოს, როგორ განიმუხტოს და როგორ იყოს ახალი არჩევნები, მაშინ ამას ჩვენ განვიხილავთ. სიტუაცია არის ძალიან ნათელი, ასეთი ნათელი არ ყოფილა ალბათ არასოდეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომელიც მომდინარეობს საქართველოს მოსახლეობიდან და ეს მოთხოვნა არის არჩევნების ჩატარება დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად და არა ისე, როგორც ახლა მოხდა, როდესაც დაიხატა უბრალოდ რიცხვები. თუ ამაზე იქნება საუბარი, მაშინ შანსი, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს იქნება, თუ არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვექნება საბჭოური პარლამენტი”, - განაცხადა კაპანაძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!