„ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი - იმედი გვაქვს, ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და ასევე შეამცირებს რისკებს

ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთი მხრივ, არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების დაახლოებით 30% ამ პერიოდის განმავლობაში გენერირდება.

„ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გაყიდვების დაახლოებით 30% გენერირდება ამ პერიოდის განმავლობაში. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული ვითარება და თუ როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, რისკები შემცირდეს პანდემიასთან დაკავშირებით და ჩვენს ბიზნესზე ეს როგორ აისახება. ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთი მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორე მხრივ, ასევე რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა ლადო ჯობავამ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა