ბარსელონაში პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები იხსნება

ბარსელონაში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები დღეიდან იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება, თუმცა მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით.

კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, რომელმაც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბარები და რესტორნები სრულად დახურა.

აღსანიშნავია, რომ ღამის ე.წ. "კომენდანტის საათი" და მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შენარჩუნდება.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1.55 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 42 000-ს აჭარბებს.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა