„რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი - იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში

მოვისმინეთ მთავრობის პოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ დააბალანსოს ეკონომიკური რისკები ჯანდაცვის რისკებთან, - ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებსა და მსხვილ ქსელურ მაღაზიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორი სიტუაციას პასუხისმგებლობით ეკიდება.

„ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია, თუმცა, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის