„ლილო მოლის" გენერალური დირექტორი - სრულ „ლოქდაუნზე" არ იქნება საუბარი, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება

სრულ „ლოქდაუნზე" არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, - ამის შესახებ „ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოხდება პოზიციების შეჯერება, რომელიც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც ადამიანის ჯანმრთელობას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ „ლოქდაუნზე" არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და ეკონომიკაც არ დაზარალდეს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო