კომპანია „გორგიას“ დირექტორი აცხადებს, რომ სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა შესაძლოა, საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს

კომპანია „გორგიას“ კომერციული დირექტორის დავით აზმაიფარაშვილის განცხადებით, სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა შესაძლოა საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აზმაიფარაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში შეღუდვების ყველანაირი იდეა განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა მოხდება.

„შემზღუდავი ზომები შეიძლება იყოს საათობრივი - მუშაობის საათების შეზღუდვა. შეიძლება იყოს კონკრეტული დღეების, მაგალითად, შაბათის და კვირის - ორი დღის ამორჩევა, როდესაც შეიზღუდება საცალო ვაჭრობა, ან შეიძლება ტრანსპორტის შეზღუდვაზეც იყოს საუბარი. აქედან მოხდება ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა და შევთანხმდებით, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურად გამოიყვანს ქვეყანასაც და ბიზნესსაც ამ სიტუაციიდან. ყველანაირი იდეა იყო განხილული. ალტერნატიული იდეა არც კი არსებობს იმიტომ, რომ ყველა ვარიანტზე ვისმჯელეთ“,- განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა