გიგა ბოკერია - ფილმია „მარსი გვიტევს“, რომელშიც უცხოპლანეტელები რუპორებში იძახიან, მშვიდობით ჩამოვედითო და მეორე ხელით ხალხს ესვრიან - ამას მაგონებს ხელისუფლება

კარგი ფილმია „მარსი გვიტევს“, სადაც ჩამოდიან უცხოპლანეტელები და რუპორებით იძახიან, ჩვენ მშვიდობით ჩამოვედითო, ოღონდ, მეორე ხელით ესვრიან ხალხს. ამას მაგონებს ხოლმე ეს უტიფარი ხელისუფლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ძალას, რომელმაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება შექმნა, ოპოზიციის შანტაჟის შესაძლებლობა არ ექნება. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მმართველ ძალაში, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია უნდა განადგურდეს და მეორე მხრივ, საერთაშორისო პიარისთვის, მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

„შექმნილია ძალიან სახიფათო ვითარება, რომლიდანაც ქვეყანა უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად ნაკლები ზიანით, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ გვაშანტაჟოს იმან, ვინც ეს ვითარება შექმნა და გვითხრას, რომ ნუ გამიწევთ წინააღმდეგობასო. ეს არ გაუვა ნამდვილად! რიტორიკას დააკვირდით - თან ეძახიან ოპოზიციას, რომ უნდა განადგურდეს, მეორე მხრივ, საერთაშორისო პიარისა და მოსახლეობის ნაწილისთვის, გზაკვალის ასაბნევად, ამბობენ, რომ შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, ქვეყანას როცა უჭირს, როგორ შეიძლება დაძაბულობაო. კარგი ფილმია „მარსი გვიტევს“, სადაც ჩამოდიან უცხოპლანეტელები და რუპორებით იძახიან, ჩვენ მშვიდობით ჩამოვედითო, ოღონდ მეორე ხელით ესვრიან ხალხს. ამას მაგონებს ხოლმე ეს უტიფარი ხელისუფლება. მარსიანელები სასაცილოები არიან, ესენი სასაცილოებიც ვეღარ არიან“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ვისაც ქვეყანაში უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, არ შეიძლება იყოს მთავრობაში. როგორც ბოკერიამ განმარტა, ეს სტანდარტი ვარდების რევოლუციამ და შემდეგ 2012 წლის არჩევნებმა დაამკვიდრა და ახლა ივანიშვილს ამ მონაპოვრის წართმევა სურს ქვეყნისთვის.

„ჩემთვის მათი სახე ერთია - ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობებისა და „კლოუნების“ გარემოცვა, ზოგი მათგანი კიდევ უფრო უტიფარია - კობახიძე, წულუკიანი, ღარიბაშვილი ახლა დაწინაურდა, რომ თქვა, კარგია ერთპარტიული პარლამენტიო. ასეთი სტრატეგიული სიღრმის თეორია აქვთ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოები უნდა ჰყავდეთ, რომ იქნებ მერე ნაკლებად სამარცხვინოები შედარებით ნორმალურად გამოჩნდნენ, ასეთი გეგმაა, როგორც ჩანს, მაგრამ დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. აქ მთავარი საკითხია, რომ ამ ქვეყანაში, ვისაც უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, არ შეიძლება, რომ იყოს მთავრობაში. ეს სტანდარტი დაადგინა ჯერ ვარდების რევოლუციამ მშვიდობიანად და შემდეგ, 2012 წლის არჩევნებმა, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა და ახლა ეს კაცი ცდილობს, რომ ეს წაართვას ქვეყანას და ეს დაგვიჯდება ძალიან ძვირი ფასი ყველაფერში და ეს არ უნდა დავუშვათ,“- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო