„ევექსის  ჰოსპიტლების" დირექტორი - შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა

„ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა.

როგორც მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დამატებითი რესურსები არსებობს და მნიშვნელოვანია უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა