მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბაზრობების წარმომადგენლებთან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების საკითხი განიხილა

პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილიხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორე მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი" არ იგეგმება.

პრემიერ - მინისტრის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა