Reuters - თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან

თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან - ამ ინფორმაციას Reuters-ი თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურ ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საგუშაგო გახსნას, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მოსკოვში გაგრძელდება.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებლად თურქეთის მიერ სადამკვირვებლო პოსტის განთავსება საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, თურქეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის ზონაში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. 17 ნოემბერს თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს