მაია ცქიტიშვილი - ჩვენ არ ვსაუბრობთ სისტემურ „ლოქდაუნზე“, ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე, რომელიც დაგვეხმარება, მობილობა დავწიოთ

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს სისტემური "ლოქდაუნი", რომელიც გულისხმობს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

,,დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, დღეს ჩვენ ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ სწორედ ამ ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია, ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი და რომ შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით იგეგმება.

„როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ პრაქტიკას რომელსაც ყველა ქვეყანა მიმართავს. ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე , რომ ვირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, ისევე როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა , შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპოტის შეჩერება, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ „ლოქდაუნზე“, ან „ლოქდაუნის“ მსგავს ღონისძიებებზე. ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ, და შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს