მთიან ყარაბაღში, ნაღმის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო რუსი ჯარისკაცი დაიჭრა

მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი ნაღმზე აფეთქდა და დაიჭრა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ცნობილი გახდა, რომ მომხდარის შედეგად გარდაიცვალა აზერბაიჯანელი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხი თანამშრომელი კი დაიჭრა.

თავდაცვის უწყების ცნობით, რუსი სამშვიდობოების ოფიცერი ბაქოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ მადაგიზის მახლობლად მოხდა, როდესაც რუსი სამშვიდობოების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ცხედრების საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო