ინგლისში სხვა ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის კარანტინის ვადა მცირდება

ინგლისში სხვა ქვეყნებიდან ჩასული მგზავრების ნაწილისთვის კარანტინის ვადა მცირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც ინგლისში საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით ჩავლენ, კარანტინში დარჩენა 14 დღის ნაცვლად 5 დღის განმავლობაში მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აღნიშნული პერიოდის შემდეგ ტესტს საკუთარი ხარჯით ჩაიტარებენ და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება. ის პირები კი, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვიან, 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ 5-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩატარებული ტესტი "მატერიალურად უკეთეს შედეგებს იძლევა", ვიდრე მგზავრებისთვის ტესტის ჩასვლისთანავე გაკეთება. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი წესები მოგზაურობის დაზარალებული ინდუსტრიის, განსაკუთრებით კი ავიაციის, გაჯანსაღებას გამოიწვევს, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო მგზავრების ნაკადის მკვეთრი შემცირება განიცადა.

გადაწყვეტილება ძალაში 15 დეკემბრიდან შედის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო