აშშ-ში გასულ კვირაში კორონავირუსით 144 000-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში, 5-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში, კორონავირუსით 144 145 ბავშვი დაინფიცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის პედიატრთა აკადემიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 11%-ი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მოსახლეობის ამ ჯგუფში ინფიცირების მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა.

აშშ-ის პედიატრთა აკადემიაში აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებში დაავადების გართულება და სიკვდილიანობა იშვიათია. 19 ნოემბერის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობა საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების საერთო რაოდენობის 1.2-3.1 %-ს შეადგენს. კოვიდინფიცირებულ ბავშვებში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.14%-ზე დაბალია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, 19 ნოემბერისთვის, აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობა 1.2 მილიონი იყო.

როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა