ილჰამ ალიევი - თურქეთმა და ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია

ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც დღეს მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, ქალაქ აღდამს ესტუმრა.

„ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით ”, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა.

”აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია,“- განაცხადა ალიევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა