სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე, ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას დააკვირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და შეაფასოს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ეუთო/ოდირმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებში. ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში, სახალხო დამცველის თხოვნით, ორგანიზაციამ მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაწერის მიზნით ინიცირებულ კანონპროექტზე, ამის შემდეგ კი მონიტორინგი გაუწია 20 ვაკანსიაზე მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციამ ასახა ორ ანგარიშში, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საკითხის გარშემო დისკუსიასა და პროცესის თანმდევი ხარვეზების წარმოჩენაში.

იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები (მათთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა შესაბამისი კრიტიკული შეფასებები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე შემდგომი ასახვა და გამოსწორება მნიშვნელოვანია). სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი.

ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები",- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე, ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს დააკვირდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა