რუსეთში კორონავირუსის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 491 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 138 828-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 491 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 37 031-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

რუსეთში კოვიდ -19-სგან დღემდე 1 634 671 ადამიანი განიკურნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა