ზაალ უდუმაშვილი - გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები, თუ ჩიხში შევა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა. მან ევროპარლამენტის მოწოდება შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან ერთად, პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება.

"განცხადებებში, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ, საუბარი იყო იმაზეც, რომ ოპოზიციას უნდა მისცემოდა საშუალება, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა იმ საჩივრების მეშვეობით, რომელიც საერთოდ არ განიხილეს. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა დაგვიკეტეს იმისთვის, რომ თამოქალაქეების ხმებისთვის გვებრძოლა. ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არცერთი წინადადება არ მოვისმენია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან",-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით,ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

"მესამე რაუნდი ალბათ მას შემდეგ ჩაინიშნება, რაც ხელისუფლება იქნება მზად, რომ შეგხვდეს და წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, რა იქნება ეს, არ ვიცით. გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები, თუ ჩიხში შევა",-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებენ, "გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა