ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ დღეს გვაქვს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და გვყავს ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად უპატრონოდ არიან დარჩენილები

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის წინაშეა.

„თუ შეზღუდვები იმისკენ იქნება მიმართული, რომ ჩვენ კოვიდ პანდემიას ვებრძვით, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება, მაგრამ თუ შეზღუდვებს ვიღებთ იმისთვის, რომ ქუჩებში პოლიტიკური პარტიების აქტივობები შევაჩეროთ, ეს სხვა თემაა. ზოგადად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩამოშლილია და კოვიდ პანდემიას ვერ უმკლავდება. ახლა შეზღუდვების დაწესებით, ვითარებიდან გამოსვლის ძებნა არ მგონია, რომ მართებული იყოს. ჩვენ დღეს გვაქვს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და გვყავს ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად უპატრონოდ არიან დარჩენილები",-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სათანადო ნაბიჯები ზაფხულში უნდა გადაედგა და ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მომზადებულიყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა