მაია ცქიტიშვილი - სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს