ლევან თარხნიშვილი - პირველ და მეორე რაუნდში ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებებით მოვიდა, ახლა საერთოდ გაჩუმებულია

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მოწოდება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან “კომპრომისი ორმხრივია".

"ამ მოწოდებებში ახალი და მოულოდნელი არაფერია. ჩვენ ეს პოზიცია წინასწარ გვქონდა გათვალისწინებული. ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების და პატივს ვცემთ მათ პოზიციას. ასევე, პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ არ შეიძლება "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას შერჩეს, რაც მოხდა. მან საქართველოს მოსახლეობას მოპარა არჩევნების უფლება, რომ ხელისუფლება შეეცვალა. ასევე, მივიჩნევთ, რომ პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი არათუ არ განიმუხტება, არამედ გაღრმავდება. სწორედ ამიტომ ვარ ამ პოზიციაზე. კომპრომისი ორმხრივია,ცალმხრივი კომპრომისი არ არსებობს. შესაბამისად,როდესაც მეორე მხრიდან ვერავითარ წინადადებას ვერ ვისმენთ, გაუგებარია, რა კომპრომისზეა საუბარი. პირველ და მეორე რაუნდში აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებებით მოვიდნენ, ახლა საერთოდ გაჩუმებულები არიან. შესაბამისად, გაუგებარია, რა კომპრომისზეა საუბარი",- განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებენ, "გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს