გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება.

როგორც ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ასევე განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება.

"ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება.

შესაძლებელია ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღდუვები იმოქმედებს იქ, სადაც ეს უფრო არის საჭირო“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის