ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ტიკარაძის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, მისი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა.

იხილეთ ვიდეო: თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა, თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო