ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის 7363 საწოლია მობილიზებული, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვისთვის ამ დროისთვის 7363 საწოლია მობილიზებული. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკებში მკურნალობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 817-მა პაციენტმა დაასრულა.

„საწოლფონდი არის შემდეგი ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული თემა, რომელზეც ხშირად ისმის კითხვები საზოგადოებისგან. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მობილიზებული 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952 , განთავსებულია 5741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, კლინიკებში მკურნალობა დაასრულდა 817-მა პაციენტმა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა