შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირების გამო გადაიდო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს იმ ადვოკატებმა მიმართეს, რომელთაც ინფიცირებულ უფლებადამცველთან ჰქონდათ ახლო კონტაქტი. როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ მხოლოდ დღევანდელი სხდომა გადადო, თუმცა, მომდევნო სხდომისთვის ადვოკატებს ტესტირების პასუხის წარმოდგენა დაავალა.

ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის ლელა გოგოლაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან იმ ადვოკატს ჰქონდა კომუნიკაცია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა. შესაბამისად, ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულებასაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ.

"ვახტანგ ჩიქოვანთან კონტაქტი ჰქონდა მის ადვოკატს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნულ ადვოკატთან კი ვინაიდან 5 ადვოკატს ჰქონდა კომუნიკაცია, ისინი ამ მიზეზით სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ, თუმცა, პროცესს დისტანციურად დაესწრნენ. მოსამართლემ მათ დაავალა შემდეგ სხდომაზე ტესტირების პასუხის წარმოადგენა. გასარკვევია ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაც, არიან თუ არა ისინიც ინფიცირებულები, რადგან მათაც ჰქონდათ ადვოკატებთან შეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას მივაწოდებთ ინფორმაციას",- განაცხადა გოგოლაძემ.

შემდეგი სასამართლო 26 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს