გიგა ბოკერია - რა შუაშია აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის ხელწერა და ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის პოლიტიკური დაღი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება დაკავშირებულია მთავრობის არასწორ და მავნებლურ მართვასთან, როდესაც ხელისუფლებამ უაზროდ ჩაკეტა ქვეყანა და არ მოემზადა მეორე ტალღისთვის. ამის შესახებ მან ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ბოკერიას თქმით, რეალური გეგმის ნაცვლად, ხელისუფლება ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს და საკუთარ თავზე ნულოვან პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო ასეთი უტიფარი საქციელის ფასს მთელი ქვეყანა იხდის.

„ყველა კრიტიკულ ვითარებაში, რაც კი გვქონია ამ წლების განმავლობაში და ახლაც, მათ აქვთ ერთადერთი პასუხი, ისინი ხელს ოპონენტებისა და სხვა გარემოებებისაკენ იშვერენ. იმიტომ, რომ ნულოვანი განცდა ჰქონდათ საკუთარი პასუხისმგებლობის. რა შუაშია საერთოდ პოლიტიკური ვითარება დღეს იმასთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები, როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო, სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო, ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად, არ გამოიყენეს მოსამზადებლად, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ მოხდა დაყოფა სამედიცინო დაწესებულებების კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, "ცხელი ხაზი" არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, აღარ გავაგრძელებ, უამრავი ასეთი ჩამონათვალია და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე. მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაშია, იმის გამო რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო რაც გააკეთა. რა შუაშია აქციები მომზადებასთან მეორე ტალღისთვის, არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის, მისი პოლიტიკური არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ"- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რესურსი მომზადების ნაცვლად თვითქებაზე დახარჯა. "დახარჯა თვითტკბობაზე, ოპონენტების დემონიზებაზე და ახლაც იმავეს აგრძელებენ. ამასობაში ეს კრიზისი გაღრმავდება, არის სრული ქაოსი და მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის გამო ფასს იხდის მთელი ქვეყანა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა